მოქანდაკისა და მხატვრის, ზურაბ წერეთლის ცხედარი, მოსკოვიდან თბილისში გადმოასვენეს. 23 აპრილს მოსკოვის ცენტრში, ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა.
სამოქალაქო პანაშვიდი 24 და 25 აპრილს თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება (მისამართი: რუსთაველის გამზირი, 27 – რედ.). მოქანდაკეს 26 აპრილს დიდუბის პანთეონში პირველი მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ ხელოვანი 91 წლის ასაკში 22 აპრილის ღამეს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა.