ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, სოფელ უდეში დაკარგული თორნიკე გვარამაძე მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
ცნობისთვის, თორნიკე სახლიდან 21 აპრილს გავიდა. ოჯახის წევრებთან ერთად, არასრულწლოვანს ადგილობრივები, პოლიცია და სამაშველო ჯგუფები ეძებდნენ.
,,ვერ საუბრობს, ცნობადობა არ აქვს” – ოჯახი 15 წლის თორნიკე გვარამაძეს ეძებს