მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების ადვოკატების შუამდგომლობა გაითვალისწინა და ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის სხდომა გახსნა.
,,პირველ რიგში, მექნება თხოვნა, იქნებ დაასწროთ ჩვენი ოჯახის წევრები და მეგობრები სხდომას. ესაა ჩვენი მინიმალური შესაძლებლობა, როცა შეგვიძლია, ეს ადამიანები უბრალოდ დავინახოთ და ეს ძალიან გვიხარია”, – მიმართა დაკავებულმა იუმორისტმა, ონისე ცხადაძემ მოსამართლეს.