მანქანა ხიდიდან გადავარდა – არის მსხვერპლი

აფხაზეთში, გულრიფშის რაიონის სოფელ ფშაფთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ხიდიდან გადავარდა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ასაკოვანი კაცი, ხოლო მანქანის მძღოლი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები