რონდელის ფონდის ოფისში ეუთო-ს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. ის უკვე შეხვდა „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას. ამ წუთებში, კი ეუთო-ს გენერალურ მდივანს ხვდებიან „ლელოს“ წევრი, სალომე სამადაშვილი და „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.
ასევე დაგეგმილია შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავასთან და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიგი წერეთელთან.
შეხვედრაში არ მონაწილეობენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები. მათ დღეს განცხადება გაავრცელეს და უარი თქვეს ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე.