ბრწყინვალე შვიდეულში ყველა დღე მადლითაა სავსე – რა უნდა წავიკითხოთ დილა-საღამოს

ახლა ბრწყინვალე შვიდეულია. მსგეფსია. მისი თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღსავსე. ამბობენ, რომ ამ კვირაში ლოცვას კიდევ უფრო დიდი ძალა აქვს და ის პირდაპირ ღმერთამდე ადის.

ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისთვის დამახასიათებელი რიგით სრულდება, განსხვავებულია მიცვალებულის წესის აგება, ცვლილებაა ყოველდღიურ ლოცვებშიც.

ბრწყინვალე შვიდეულში არ იკითხება ფსალმუნები, პარაკლისები, დაუჯდომელი ლოცვები, ხოლო დილა-საღამოს ლოცვების ნაცვლად იკითხება პასექის ჟამნი.

ამ კვირაში ზიარებისათვის მომზადებაც შემსუბუქებულია: მარხვის დაცვა არაა საჭირო, ხორცის მიღება თვით ზიარების წინ დღესაც კი შეიძლება.

მსგავსი თემები