მოცურავეს ზვიგენი თავს დაესხა

ჩრდილოეთ ისრაელის სანაპიროზე, თელ-ავივთან ახლოს, მოცურავეს ზვიგენი თავს დაესხა. სამძებრო და სამაშველო ჯგუფებმა ცხედრის ნარჩენები იპოვეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაციის პერიოდში პლაჟი პოლიციას დახურული ჰქონდა.

აღმოჩენილი ნეშტი იდენტიფიკაციისთვის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტს გადაეცა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკარგული მოცურავე 40 წლის მამაკაცი ცენტრალური ისრაელიდან იყო.

მსგავსი თემები