„ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება“ – სიახლე სკოლებში

,,კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა, როგორც დაწყებითი ასევე საბაზისო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ განაცხადა.

„აქამდე მხოლოდ დაწყებით საფეხურზე იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება ე.წ. ისტის გაკვეთილები. 2025 წლის სექტემბრიდან, ახალი სტანდარტი დავამტკიცეთ, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების და როგორც დაწყებითი, ასევე საბაზისო საფეხურზე სრულად, ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

მსგავსი თემები