ნიდერლანდების სამეფოდან შემოტანილ 28000 კგ. ქათმის გაყინულ ხორცში, ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, სალმონელა აღმოჩნდა.
ფინანსთა სამინიტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა შემოწმება საბაჟო გამშვებ პუნქტში – ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ ჩაატარეს.
უწყების ცნობით, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანას დაუბრუნდება.