რუსეთმა უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა, 63 კი დაშავდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 63 დაშავებულიდან კლინიკაში 42 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის 6 ბავშვია.
საგანგებოში ამბობენ, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციის შენობები, გაჩნდა ხანძრები. ამ დროისთვის მაშველები ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას ცდილობენ. შესაძლოა მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს.
წინასწარი მონაცემებით, თავდასხმა დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა.