ნიუ ჯერსიში მასშტაბურ ტყის ხანძარია. ტყის ხანძარი 24 საათზე ნაკლებ დროში 5,000 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გავრცელდა. ამ დროისთვის, ხანძრის 30% ლოკალიზებულია. მედიის ცნობით, დასახლებულ პუნქტებს სტიქია აღარ ემუქრება.
„ამ დროისთვის, მსხვერპლი არ გვყავს და არცერთი სახლი არ დაზიანებულა“ – განაცხადა ვიცე-გუბერნატორმა.