ბრიჯიტ ბრინკის გამოსამშვიდობებელი მიმართვა

უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი გამოსამშვიდობებელ მიმართვას აქვეყნებს.

,,უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მუშაობა მთელი ჩემი ცხოვრების პატივია. უკრაინამ სამართლიანად მოიპოვა მამაცი ერის რეპუტაცია, რომელიც ევროპას ეკუთვნის. სუვერენული პარტნიორი, რომელიც ძლიერი, მტკიცე და ნოვატორია. მაგრამ სამუშაო ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ მხარს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას ვუჭერთ”, – აცხადებს ბრინკი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ბრიჯიტ ბრინკი თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს. უკრაინაში აშშ-ის ელჩად 2022 წლის მაისში დაინიშნა.

მსგავსი თემები