“ვაშინგტონიდან მოვისმინეთ, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება გამორიცხულია”- პესკოვი

კრემლის პრესმდივნის განცხადებით, რუსეთი კმაყოფილია ტრამპის ადმინისტრაციის წინადადებით, რომელიც უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას გამორიცხავს. პესკოვის თქმით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება “რუსეთის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხეს წარმოადგენს”.

“ჩვენ ვაშინგტონიდან სხვადასხვა დონეზე მოვისმინეთ, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება გამორიცხულია. ეს არის ის, რაც ჩვენ გვაკმაყოფილებს და ჩვენს პოზიციას ემთხვევა” – თქვა პესკოვმა.

მსგავსი თემები