მედიის ინფორმაციით, ტრამპი უკრაინულ მხარეს ყირიმის ანექსიის აღიარებასა და NATO-ზე უარის თქმას სთავაზობს

თეთრმა სახლმა უკრაინულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის წინადადებები გადასცა. მათ შორისაა, ყირიმის ანექსიის აღიარება და უარი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას, The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობითვე, არსებობს კიდევ ერთი პირობა – ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის (რომელსაც ახლა რუსეთი აკონტროლებს) გარშემო ტერიტორია ნეიტრალურად გამოცხადდეს და შეერთებული შტატების კონტროლქვეშ გადავიდეს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ეს წინადადებები არც უკრაინის და არც რუსეთის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

მსგავსი თემები