რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია. აქციის მონაწილეები 145-ე დღეა, რაც ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
დღეს პარლამენტის წინ მოქალაქეები 12:00 საათიდან 20 აპრილს საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 2 პირის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. დემონსტრანტებმა გარკვეული დროით გზა გადაკეტეს, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან მალევე გაიყვანეს.