გარდაიცვალა ცნობილი ქართველი რეჟისორი

ქართველი რეჟისორი, მხატვარი და ანიმატორი დავით სიხარულიძე 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1984 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა ოქროს პალმის რტოთი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმისთვის “ჭირი”. დავით სიხარულიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას კინემატოგრაფიის ცენტრი ავრცელებს. “საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს დავით სიხარულიძის გარდაცვალების გამო და იზიარებს ოჯახის მწუხარებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები