პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების სხვადასხვა მიზეზზე საუბრობენ

იტალიურ მედიაში პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების სხვადასხვა მიზეზზე ვრცელდება ინფორმაცია. მათ შორის არის ინსულტი. ერთ-ერთი გამოცემა კონკრეტულ დეტალებს არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ უახლოეს საათებში წმინდა საყდარი რომის პაპის გარდაცვალების მიზეზის შესახებ ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.

კიდევ ერთი იტალიური სააგენტო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პაპის გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინში სისხლჩაქცევა გახდა.

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლად აირჩიეს 2013 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც პაპი ბენედიქტ XVI გადადგა. ის იყო პირველი ლათინოამერიკელი იეზუიტი პაპი და ერთ-ერთი უხუცესი ეკლესიის ისტორიაში.

 

მსგავსი თემები