“რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევის ძალიან კარგი შანსი არსებობს”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიმდინარე კვირაში რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევის ძალიან კარგი შანსი არსებობს.

პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების დეტალების შესახებ დასმულ შეკითხვაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „დეტალებს სრულად უახლოესი სამი დღის განმავლობაში გამოაცხადებს“.

„მაგრამ უკრაინასთან და რუსეთთან ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი თემები