სომხეთი აზერბაიჯანს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. სომხური მედიის ცნობით, გასულ ღამეს 00:30-დან 01:19 საათამდე სიუნიქის რაიონის სოფელ ხნაწახში განუწყვეტელი სროლის ხმა ისმოდა.
სომხური მედიის თანახმად, ბოლო პერიოდში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები პერიოდულად უხსნიდნენ ცეცხლს სიუნიქის რაიონის სოფლებს.
აზერბაიჯანულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.