უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრიო Fox News-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. აღდგომის ღამეს ამერიკულმა ტელეარხმა მოსკოვიდან და კიევიდან ღვთისმსახურების ტრანსლაციისას კიევის წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვანი მონასტერი აჩვენა და დააწერა ,,კიევი, რუსეთი”.
მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის დიპლომატიური უწყების წარმომადგენელი, გეორგი ტიჰი, რომელმაც სოც X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა: ,,თუ ეს შეცდომა იყო და არა განზრახ პოლიტიკური განცხადება, უნდა მოიხადონ ბოდიში და გამოიძიონ, ვინ დაუშვა ეს შეცდომა”.
აღდგომის ღამეს Fox News-ის ეთერში ერთმანეთის გვერდით ფანჯრებში ნაჩვენები იყო ღვთისმსახურება მოსკოვის საკათედრო ტაძარში და კიევის წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვანი მონასტერში. უკრაინიდან ტრანსლირების ქვეში კი მითითებული იყო ,,კიევი, რუსეთი”. ეს ტიტრი ეთერში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იყო.