ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას X-ზე ეხმაურება.
,,დღეს მსოფლიო გლოვობს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას. მან თავისი თავმდაბლობითა და უმანკო სიყვარულით მილიონობით ადამიანი შთააგონა, მათ შორის კათოლიკური ეკლესიის მიღმაც კი. ჩემი ფიქრები ყველასთანაა, ვინც ამ დიდ დანაკარგს განიცდის”, – წერს ლაიენი.
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში, ავადმყოფობის შემდეგ, 21 აპრილს გარდაიცვალა. ვატიკანის ცნობით, პაპის გარდაცვალების შესახებ კარდინალმა კევინ ფარელმა განაცხადა.