იტალიური მედიის ცნობით, რომის პაპის ფრანცისკეს გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ინსულტი იყო.
,,უახლოეს საათებში წმინდა საყდარი ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს, სადაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზები იქნება დასახელებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირით ადრე, ვატიკანის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომის პაპ ფრანცისკეს ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა. ის რომის ჯემელის საავადმყოფოში 14 თებერვალს შეიყვანეს. მისი მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. თუმცა, ხუთკვირიანი მკურნალობის შემდეგ პაპი ფრანცისკე საავადმყოფოდან გაწერეს.