,,სიკეთით სავსე შვილი მყავდა, ვის რას უშავებდა?!” – მოკლული მამაკაცის დედა

ორი დღის წინ, ახმეტაში, აჩიკო ჯაბანიშვილს უცნობმა ადამიანმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა. მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

„სიკეთით სავსე შვილი მყავდა, ვის რას უშავებდა, რომ აღდგომის ღამეს სასიკვდილოდ გაიმეტეს. 5 ტყვია ესროლეს, სროლის ხმაზე გამოვედი ეზოში, მე ვნახე პირველად. ვის რას უშავებდა? ვიცი, რომ უთვალთაველებდნენ, თურმე რა ჰქონდათ განზრახვა“, – ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის დედა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. რა გახდა მკვლელობის ზუსტი მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია.

მსგავსი თემები