ქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას და შემთხვევის ამსახველ კადრებს ,,აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებული სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის შედეგად საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.