,,ევროკავშირის მიერ ოფიციალური პირებისთვის 9 მაისს მოსკოვში გამგზავრების აკრძალვა ნაციზმის განახლებაა” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ევროკავშირის მიერ ოფიციალური პირებისთვის 9 მაისს მოსკოვში გამგზავრების აკრძალვა ნაციზმის განახლებაა.

„არ არსებობს სიტყვა, რომელიც ამ მოვლენას დაახასიათებდა. ახლა ირონიულად არ ვსაუბრობ, გონებისთვის გაუგებარია, თუ როგორ ღიად სურს ევროკავშირს ნაციზმის ევროპული იდეოლოგიის განახლება.

რუსეთი ამას არ შეეგუება და ყველა ღონეს ვიხმართ იმისათვის, რომ ნაციზმის ამ იდეოლოგიამ თავი არ წამოწიოს და განადგურდეს, ევროპა კი თავის ღირებულებებს დაუბრუნდეს“, – განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი თემები