,,მომდევნო დღეებში რუსეთის ქმედებები აჩვენებს, სერიოზულად უყურებს თუ არა ის მშვიდობას” – სიბიგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინა ჯერ კიდევ ელოდება რუსეთის პასუხს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე.

მისი თქმით, რუსები სააღდგომო ზავის დროსაც განაგრძობდნენ უკრაინის პოზიციებზე თავდასხმებს.

„მზად ვართ ცეცხლის 30-დღიანი სრული შეწყვეტისთვის, თუ რუსეთიც იმავეს გააკეთებს. მოსკოვისგან ჯერ არანაირი პასუხი არ მოგვისმენია. შუაღამის შემდეგ, ხვალ და მთელი კვირის განმავლობაში რუსეთის ქმედებები გამოავლენს რუსეთის ნამდვილ დამოკიდებულებას აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევისა და 30-დღიანი სრული ცეცხლის შეწყვეტის წინადადების მიმართ. ეს ქმედებები აჩვენებს, სერიოზულად უყურებს თუ არა რუსეთი მშვიდობას, თუ პუტინის განცხადებები უბრალოდ მანიპულაციები იყო“, – აცხადებს სიბიგა.

მსგავსი თემები