„მათი შიში – ჩვენი ძალა“ ამ ლოზუნგით საკანონმდებლო ორგანოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გუშინ, საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 2 ადამიანს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, დაკავებულები, გიორგი ორთოიძე და გიორგი სამხარაძე სამართალდამცველებს აღდგომას ულოცავდნენ და სწორედ ეს გახდა მათი დაკავების მიზეზი.
„ოცმა კაცმა გზის სავალი ნაწილი არ უნდა გადაკეტოს. დაკავებულები არიან ადმინისტრაციული წესით“, – აღნიშნა სამართალდამცველმა.