ორდღიანი ძებნის შემდეგ 54 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

კახეთში, ორდღიანი ძებნის შემდეგ, 54 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მცხოვრებ მერაბ ხუციშვილს, საკუთარი სახლის მარანში მიაგნეს.

ახლობლებმა მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს, თუმცა მისი თვითმკვლელობის არ სჯერათ.

„თითქოს მამამისის ცოლმა იპოვა მარანში, მაგრამ არ გვჯერა, რომ თავი მოიკლა. ვფიქრობთ, მოკლეს და მერე ჩამოკიდეს. იმედი გვაქვს დაადგენს პოლიცია”, – ამბობენ ახლობლები.

 

მსგავსი თემები