ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით ისევ გაუფასურდა. ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9321 ლარი გახდა. ცვლილებამ 0.0375 შეადგინა.
ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ერთი ევროს ღირებულებამ 3.2840 ლარი შეადგინა. ცვლილებამ 0.0528 შეადგინა.
ახალი კურსის გამოქვეყნებამდე ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად თანახმად, ეროვნული ბანკი იმოქმედებს კურსის გრძელვადიანი სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე და დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენებს ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებსაც, რათა მაღალი ინფლაცია არ მოხდეს.