“ტვ პირველის” მფლობელი, ვატო წერეთელი გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
ვატო წერეთელი აღნიშნავს, რომ პროკურატურაშია დაბარებული, თუმცა ამბობს, რომ კითხვებს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს.
“პროკურატურაში დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, “ტვ პირველს” არ მოგაგუდინებთ! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ! ყველას ვერ დააშინებთ!” – წერს ვატო წერეთელი.