„როდესაც ჩვენი მიწიერი ყოფა შენც უსამართლოდ დაგამცირებს…“ სააღდგომო ეპისტოლე

2025 წლის სააღდგომო ეპისტოლეში საქართელოს პატრიარქი სხვადასხვა საკითხზე საუბრობს. მათ შორის, ერთ-ერთია ჯვარცმის განაჩენი.

 „როდესაც ჩვენი მიწიერი ყოფა შენც უსამართლოდ დაგამცირებს, შეურაცხგყოფს და გაგრიყავს, რადგან ჭეშმარიტებას ეძიებ და უარს ამბობ ცოდვილ კეთილდღეობაზე, იცოდე, ამით სოფელი აცხადებს, რომ შენ მისი არ ხარ; ეს კი ნიშნავს იმას, რომ შენ უფლისა ხარ; ანუ იმ ჯვრის მტვირთველი ხარ, რომელიც ქრისტეს მიმდევართათვის იქცა სამართლიანობის, ერთგულების, ღირსების, სიკეთის, ჭეშმარიტების ხატად“ – ბრძანებს პატრიარქი.

ილია მეორე ეპსტოლეში აღნიშნავს, რომ ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი არა მარტო იესო ქრისტეს,  არამედ საკუთარ თავსაც გამოუტანა.

„გავიხსენოთ ისიც, რომ ჯვარცმის წინ უფალი გულმხურვალედ ლოცულობდა გეთსიმანიის ბაღში და, ცხადყოფდა რა თავის ადამიანურ ბუნებას, ევედრებოდა მამა-ღმერთს, თუ შესაძლებელი იყო, აეცილებინა მისთვის მოსალოდნელი ხვედრი. ამავე დროს, იგი სთხოვდა თავის ერთგულ სამ მოწაფეს, ლოცვით შესწეოდნენ, რადგან მისი სული დამძიმებული იყო სიკვდილის მოლოდინით; მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს, – ადამიანური უძლურებით ჩაეძინათ.

სამგზის სცადა მათი სიფხიზლის შენარჩუნება უფალმა, მაგრამ ამაოდ, რითაც დედამიწამ აჩვენა, რომ რჩეულ მოწაფეთაც იმჟამად არ ქონდათ შინაგანი ძალა, უმძიმეს განსაცდელში მაცხოვრისთვის მცირედი თანადგომა გაეწიათ.

რა თქმა უნდა, მძიმეა ეს გზა, ეს ჯვარი, მაგრამ, ამასთან, მადლმოსილია იგი და მიმზიდველი, ერთადერთია და გადამრჩენელი; ამიტომაც ჰყავს ქრისტეს ეკლესიას ჩვენთვის ცნობილი თუ უცნობი ამდენი წმინდანი და ერთგული შვილი.

როდესაც ჩვენი მიწიერი ყოფა შენც უსამართლოდ დაგამცირებს, შეურაცხგყოფს და გაგრიყავს, რადგან ჭეშმარიტებას ეძიებ და უარს ამბობ ცოდვილ კეთილდღეობაზე, იცოდე, ამით სოფელი აცხადებს, რომ შენ მისი არ ხარ; ეს კი ნიშნავს იმას, რომ შენ უფლისა ხარ; ანუ იმ ჯვრის მტვირთველი ხარ, რომელიც ქრისტეს მიმდევართათვის იქცა სამართლიანობის, ერთგულების, ღირსების, სიკეთის, ჭეშმარიტების ხატად და მარადიული სიცმაცხოვარი გვიხმობს ყველას და განგვამტკიცებს: „განსაცდელი გექნებათ ამქვეყნად, მაგრამ გამხნევდით, მე ვძლიე სოფელს“ (ინ.16,33) და „თქვენთანა ვარ, დღემუდამ, ვიდრე აღსასრულამდე ქვეყნისა“ (მთ.28,20) … „დაიცავით ჩემი მცნებები და რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, შეგისრულდებათ“, (ინ.14;15,13) ოღონდ, როგორც „მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე თქვენც გიყვარდეთ ერთმანეთი“ (ინ.13,34).ოცხლის ნიშნად“,- აღნიშნულია ეპისტოლეში.

საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს ილია II-ის 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე

მსგავსი თემები