აღდგომას მთელი მსოფლიო საზეიმოდ აღნიშნავს და მოსახლეობაც განსაკუთრებულად ემზადება. გიგანტური პასკა, სააღდგომო კვერცხი და უზარმაზარი შოკოლადი – ეს აღდგომის დღესასწაულზე დამყარებული მსოფლიო რეკორდების მცირე ჩამონათვალია.
გიგანტური სააღდგომო კვერცხი ბრაზილიის ქალაქ პომერდოს ამშვენებს. შედუღებული ფოლადისგან დამზადებული ფერადი კვერცხის გაკეთებას 48 დღე დასჭირდა. კიდევ ერთი შთამბეჭდავი რეკორდი – ტერი კოლინზმა და დონ ჯენქსმა ხელით შექმნეს – 3 ფუტის სიმაღლის კრემიანი კვერცხი, რომლის წონაც 45 კილოგრამს აღემატება. ტკბილეულის მომზადებას ჯამში ორი დღე დასჭირდა.
ბულგარეთში მცხოვრებმა 1000-მდე ქრისტიანმა გადაწყვიტა ერთობლივად შეეღებათ დღესასწაულის სიმბოლო. მათ 12 საათის განმავლობაში შეღებილი კვერცხების რაოდენობით, გინესის რეკორდი დაამყარეს.
დღესასწაულის კიდევ ერთი სიმბოლო – ყველაზე დიდი სააღდგომო პასკა რუმინეთში, ქალაქ რადაუთში გამოაცხვეს და საზეიმოდ მართლმადიდებლური ტაძრის წინ განათავსეს.