პარლამენტთან შეკრებილი სტუდენტები და მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულთა მშობლები მსვლელობით გმირთა მოედნისკენ მიემართებიან. სამართალდამცავებმა მათ გზის სავალი ნაწილის ერთი ზოლის გადაკეტვის ნებართვა მისცეს.
გმირთა მემორიალთან აქციის მონაწილეები ფიცის დადების ცერემონიალს გამართავენ. აქციის მონაწილეები აპირებენ, აღდგომის დღესასწაულს ერთად, ქაშვეთის ტაძართან შეხვდნენ. დღეს, პროტესტის 143-ე დღეა.