ირანელი და ამერიკელი კოლეგები შეთანხმდნენ გამართონ მოლაპარაკებების მესამე რაუნდიც. რაც ირანის ბირთვულ ამბიციებზე, დადებითი სიგნალია. აშშ-ის დელეგაციის მხრიდან, რომელსაც თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი ხელმძღვანელობდა, რომის მოლაპარაკებების შედეგზე ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა.
მაგრამ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ კვლავ შეხვდებიან 26 აპრილს ომანში, სადაც გაიმართება მოლაპარაკებების პირველი რაუნდი.
„მე მჯერა, რომ ტექნიკური მოლაპარაკებები ექსპერტების დონეზე ომანში ოთხშაბათს (23 აპრილს) დაიწყება, ხოლო შემდეგ შაბათს ჩვენ შევხვდებით ომანში და განვიხილავთ ექსპერტების მუშაობის შედეგებს, რათა დავინახოთ რამდენად ახლოსაა ის შეთანხმების პრინციპებთან“ – განუცხადა აბას არაღჩიმ ირანის სახელმწიფო ტელევიზიას.