რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინაში 277 სამხედრო ტყვე დაბრუნდა.
უკრაინელ დამცველებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები, ეროვნული გვარდიის წევრები და მესაზღვრეები. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ისინი იცავდნენ მარიუპოლსა და დონეცკის ოლქს, ხერსონის, ზაპორიჟიისა და ლუგანსკის რეგიონების სხვადასხვა ტერიტორიას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა უკრაინიდან 246 სამხედრო ტყვე დაიბრუნა, ხოლო სანაცვლოდ უკრაინას 246 უკრაინელი ტყვე და, კეთილგანწყობის ნიშნად, 31 დაჭრილი სამხედრო გადასცა.