6 აგვისტოს 20:00 საათიდან ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ადმინისტრაციული საზღვარი დროებით ჩაიკეტება. ინფორმაციას ე.წ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.
დე ფაქტო უწყება განმარტავს, რომ შეფერხება 2008 წლის მოვლენების მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირდება.
„გამშვები პუნქტების მუშაობა 9 აგვისტოს 06:00 საათზე ჩვეულ რეჟიმში განახლდება“, – ნათქვამია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.