გერმანია თურქეთისთვის გამანადგურებლების მიწოდებას სტამბოლის მერის დაკავების გამო ბლოკავს

გერმანია თურქეთისთვის „ევროფაიტერის“ ტიპის გამანადგურებლების მიწოდებას სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების გამო ბლოკავს. ინფორმაციას, გერმანული მედია ავრცელებს.

„ერდოღანთან კონფიდენციალური მოლაპარაკებების დროს მნიშვნელოვანი პროგრესი იყო მიღწეული და დამტკიცების პროცესი წარმატებით მიმდინარეობდა, თუმცა, თურქეთის პრეზიდენტმა იმამოღლუს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით ეს წამოწყებები ჩაშალა“ – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, 19 მარტს კორუფციის ბრალდებით სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ დააკავეს. ის თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად ითვლება. 23 მარტს სასამართლომ ეკრემ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმავე დღეს „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ ეკრემ იმამოღლუ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.

მსგავსი თემები