რუსეთს სურს, რომ მოლდოვის ხელმძღვანელობა იმ ხალხით შეცვალოს, რომელთა კონტროლიც შეუძლია. მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ უპრეცედენტო ჩარევა გასულ წელსაც ვნახეთ და აშკარაა, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას წელსაც შეეცდებიან. კრემლი ფსონს იმაზე დებს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა იმ ხალხით შეცვალოს, რომელთა კონტროლიც შეუძლია. ეს მხოლოდ მოლდოვას არ ეხება, რადგან რუსეთს ახლა უკრაინა აინტერესებს. თუ რუსეთი ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებს, მაშინ მოლდოვის რესპუბლიკას უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს“ – განაცხადა მაია სანდუმ.