აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდებს.
„მოგიწოდებთ გადადოთ მომდევნო კვირას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი. მიუხედავად იმისა, რომ მესმის, ეს რეგიონში ვიზიტის ნაწილია. „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან შეხვედრები მხოლოდ მათი პოზიციებისა და მთავრობის ბოლო ქმედებების ლეგიტიმაციას მოემსახურება“ – წერს უილსონი.