რუსეთმა ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ისლამისტური დაჯგუფება “თალიბანი” ამოიღო

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 2025 წლის 17 აპრილს ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო ისლამისტური დაჯგუფება “თალიბანი”. სასამართლოს შესაბამისი განცხადებით  რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მიმართა. მანამდე  “თალიბანის” ხელმძღვანელობას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებმაც თალიბებს მოსკოვშიც უმასპინძლეს.

იმისთვის, რომ “თალიბანი” ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოეღოთ, რუსეთის ხელისუფლებამ 2024 წლის სექტემბერში ცვლილებები შეიტანა ფედერალურ კანონმდებლობაში, მათ შორის, “ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ” კანონში.

 

მსგავსი თემები