დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მზად არის უკრაინაში ომთან დაკავშირებით „სამშვიდობო ძალისხმევა“ შეწყვიტოს თუ მხარეები ყველაფერს „გაართულებენ“. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან განაცხადა. კერძოდ, ტრამპს კონკრეტულ ვადებზე ჰკითხეს, როდის იქნება აშშ მზად მიატოვოს „სამშვიდობო ძალისხმევა“, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „დღეების კონკრეტული რაოდენობა არაა, მაგრამ სწრაფად, ამის [სამშვიდობო შეთანხმების] მიღწევა გვინდა“.
„თუ რაიმე მიზეზით ორიდან რომელიმე მხარე ძალიან გაართულებს საქმეს, უბრალოდ ვიტყვით „სულელები ხართ, სულელები ხართ, საშინელი ხალხი ხართ“ და უბრალოდ ხელებს „დავიბანთ“. მაგრამ, ვიმედოვნებ, ამის გაკეთება არ მოგვიწევს“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა პასუხი არ გასცა კითხვას, აშშ მთლიანად მიატოვებს მოლაპარაკებებს თუ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას თუ მოლაპარაკებები ჩავარდება.