დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 7 პირი დააკავეს

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამართალდამცავებმა შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიწის ნაკვეთების მიღება – ჩაბარების ყალბი აქტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს და თაღლითურად დაეუფლნენ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 9 000 კვ.მ მოცულობის მიწის ნაკვეთებს, რომლის საბაზრო ღირებულება 164 000 ლარს აღემატება

დანაშაული 6 დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები