აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის პასუხს მიმდინარე კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი.
კერძოდ, ტრამპს ჰკითხეს, რა მომენტში მიიღებს ის გადაწყვეტილებას არის თუ არა რუსეთი მზად ცეცხლის შეწყვეტისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, გააძლიერებს თუ არა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს.
“ვნახავთ რა [პასუხი] იქნება. მათგან პასუხს მიმდინარე კვირის განმავლობაში გავიგებთ, რეალურად ძალიან მალე და ვნახავთ. გვინდა, რომ სიკვდილი და მკვლელობა შეწყდეს” – განაცხადა ტრამპმა.