4 768 პოლიციელი, 40 ძაღლი და 4 უპილოტო საფრენი აპარატი – სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ

თურქეთის დედაქალაქში ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს. პოლიცია ერთდროულად 626 სხვადასხვა მისამართზე მობილიზდა. ერთ-ერთ სახლში, სამართალდამცველებმა 10-მდე ადამიანი დააკავეს. მათ შორის იყვნენ ქალებიც. კადრებში, რომელიც თურქეთის პოლიციამ გაავრცელა ჩანს, რომ სპეცოპერაციის ადგილას, სამართალდამცავებს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკი, დიდი რაოდენობით თანხა და ოქროულობა ამოიღეს.

ოპერაცია სახელწოდებით “ბულუტი”, ევროპოლმა დაგეგმა და მასში, თურქეთის გარდა, 11 ქვეყნის სამართალდამცველები მონაწილეობდნენ.8 თვის განმავლობაში პოლიცია ნარკოკარტელების ყველა აქტივობას დეტალურად სწავლობდა. გამოიკვეთა 4 დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლებსაც თურქეთში და ევროპის ქვეყნებში ყოველწლიურად 21 ტონა აკრძალული ნივთიერებები, მათ შორის “ჰეროინი”, “კოკაინი”, “კანაბისი” და “ექსტაზი” სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან საზღვაო და სახმელეთო გზებით, გადაჰქონდათ.

სპეცოპერაციაში 4 768 პოლიციელი, სპეციალურად გაწვრთნილი 40 ძაღლი და 4 უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა.

მსგავსი თემები