აშშ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას აპირებს. ამის შესახებ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. აღნიშნული შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონთან შეხვედრის დაწყებამდე კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
ტრამპს კითხვა დაუსვეს, შესაძლებელია თუ არა აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების გაფორმება, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ „სავაჭრო გარიგება 100 პროცენტით იქნება“.
„რა თქმა უნდა, იქნება სავაჭრო შეთანხმება. მათ ძალიან სურთ და ვაპირებთ სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას. ველოდები ამას, მაგრამ ეს იქნება სამართლიანი გარიგება. შეთანხმების მიღწევაში ჩვენ არ გვექნება პრობლემა ევროპასთან ან ვინმე სხვასთან, რადგან ჩვენ გვაქვს ის, რაც ყველას სურს“- განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.