რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. მათ შეუერთდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე პროტესტის მონაწილეებიც.

უწყვეტი პროტესტის 141-ე დღესაც დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებულები.

 

მსგავსი თემები