რუსეთმა უკრაინის ქალაქები დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების, ხერსონისა და ნიკოპოლის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა.  რუსეთი უკრაინის ქალაქებს ავიაციით, არტილერიითა და უპილოტო აპარატებით დაესხა თავს. გავრცელებული ცნობით, თავდასხმის შედეგად ხერსონში ოთხი ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა. მშვიდობიანი მოსახლეობის უმრავლესობა უპილოტო აპარატებიდან ჩამოგდებული ჭურვებით დაზარალდა.

დნეპროპეტროვსკის რეგიონის ქალაქ ნიკოპოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ხუთი კი დაშავდა. რუსეთმა ნიკოპოლზე საარტილერიო დაბომბვა განახორციელა.

 

 

მსგავსი თემები