უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი რუსულ ნარატივებს ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა არასდროს არ აღიარებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსულად და ეს პოზიცია არ შეცვლილა.
“ვთვლი, რომ ბატონმა უიტკფომა საკუთარი თავისთვის რუსული მხარის სტრატეგია მიიღო. ვთვლი, რომ ეს ძალიან სახიფათოა, ვინაიდან ის – გააზრებულად თუ გაუაზრებლად, არ ვიცი – რუსულ ნარატივებს ავრცელებს,” – განაცხადა ზელენსკიმ.