“სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები ღრმად არაევროპულია”- პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები არაევროპულია. პაპუშვილი გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის სანქციებთან დაკავშირებულ განცხადებას, რომელშიც ელჩი ამბობს, რომ „სანქცია გულისხმობდა ქვეყანაში შესვლის აკრძალვას, რადგან არ გვსურს ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩვენს ქვეყანაში ჩავიდნენ”.

პაპუაშვილის თქმით, გერმანიის მთავრობას ადამიანის უფლებების დამრღვევების მიმართ გულწრფელი მიუღებლობა რომ ჰქონოდა, გერმანიაში შესვლას აუკრძალავდა ზურაბ ადეიშვილს,როგორც „წამების და რეკეტის სისტემის ერთ-ერთ მთავარი შემოქმედს”.

“სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული და შორსაა ელემენტარული სამართლებრივი პრინციპების პატივისცემისგან, რაც ღრმად არაევროპულია”- ამბობს პაპუაშვილი.

 

მსგავსი თემები