საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრუნო რეტაიოს განცხადებით, საფრანგეთის ციხეებზე თავდასხმების უკან, სავარაუდოდ, ნარკოტიკებით მოვაჭრეები დგანან.
მისი თქმით, პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა, თუმცა ნაადრევია იმის თქმა, კავშირშია თუ არა ის მომხდარ თავდასხმებთან.
ციხეებზე თავდასხმებს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა, ვინც ციხის თანამშრომლების დაშინებას შეეცდება, დაისჯება.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში საფრანგეთში თავდასხმები, სულ მცირე, ცხრა ციხეზე განხორციელდა. თავდამსხმელებმა საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში მდებარე ციხეებთან ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს.
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის, ჯერალდ დარმანინის განცხადებით, თავდასხმები სახელმწიფოს დესტაბილიზაციის მცდელობასა და ტერორისტულ აქტებს წარმოადგენს.